"დი სი იუნაიტედის" 33 წლის ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი ვაშინგტონის აეროპორტში დააპატიმრეს.
ის 16 დეკემბერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იგინებოდა.
რუნი 91 დოლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.
რუნის წარმომადგენელმა თქვა, რომ ფეხბურთელმა წამალი მიიღო, რომელიც ალკოჰოლურ სასმელში გაიხსნა და მისი დეზორიენტაცია გამოიწვია.
შეგახსენებთ, შრეკი შარშან ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის დააკავეს, დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს.