25 წლის უკრაინელმა ცენტრალურმა მცველმა ოლეკსანდრ აზაცკიმ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა და ჩეხეთის ოსტრავას "ბანიკში" დაბრუნდა.
ის უკვე შეიყვანეს გუნდის განაცხადში და ორ ამხნაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა (იხ. ფოტო).
აზაცკის კლუბის საიტს განუცხადა, რომ "ტორპედოში" ბევრს თამაშობდა, კარგი გამოცდილება მიიღო, "ბანიკში" დიდი კონკურენციაა და შეეცდება გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.
აზაცკი "ტორპედოში" იჯარის წესით თამაშობდა და 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
"ბანიკი" 19 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 34 ქულით მე-3 ადგილზეა.
sportall.ge-სთან ინტერვიუში (21-12-2018) "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, სურთ
აზაცკის კონტრაქტი გამოისყიდონ და თუ ეს ვერ მოხერხდა, ისევ იჯარით გაიფორმებენ.
ქუთაისის "ტორპედოს" რიგებს 24 წლის უკრაინელი მცველი დაემატა