ქუთაისის "ტორპედოს" რიგებს 24 წლის უკრაინელი მცველი დაემატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" Facebook გვერდი იუწყება, რომ კლუბმა 24 წლის უკრაინელი მცველი, ოლექსანდრ აზაცკი დაიმატა.

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა აზაცკი "ბანიკ ოსტრავადან" 6-თვიანი იჯარით მოიყვანა.

კარიერის განმავლობაში 24 წლის მცველს უკრაინულ “მეტალისტში”, კიევის “დინამოში” და “ჩერნომორეცში” უთამაშია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას მეწყვილე იყო.

ის ქუთაისში დღეს უნდა ჩავიდეს და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყოს.

altქუთაისის "ტორპედომ" 24 წლის ბულგარელი მცველი დაიმატა

altსურინამელი, გვინეელი, ბულგარელი, ჩინელი და ნიგერიელი - "ტორპედო" ფეხბურთელებს იმატებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული