ფეხბურთის მეფე პელემ პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე შეაქო.
"მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატი 19 წლის ასაკში მოიგო, მე კი 17 წლისამ. თუმცა, ვთქვი, რომ თითქმის გამითანაბრდა.
ჩემის აზრით, შეუძლია ახალი პელე გახდეს! ბევრს ჰგონია, რომ ვიხუმრე, მაგრამ ეს ხუმრობა არ არის", - ციტირებს პელეს France football-ი.
მბაპემ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 13 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ზიკო: მესი დონით მარადონასთან ახლოსაა, პელესთან მისი შედარება კი არ შეიძლება