ყაზახეთის ნაკრების თავკაცი სტანიმირ სტოილოვი გაათავისუფლეს

AutoSharing Option
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, სტანიმირ სტოილოვთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბულგარელმა სპეციალისტმა ყაზახეთის ნაკრები 2018 წლის მარტში ჩაიბარა. მისი კონტრაქტი 2020 წლამდე იყო გათვალისწინებული.

სტოილოვის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის ნაკრებმა ერთა ლიგის D1 ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, სადაც მხოლოდ 1 მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე მატჩი, შინ და სტუმრად მოუგო.

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სენსაცია არ აცალეს :დდ
გენო
17:53 17-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული