რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ზენიტის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა შესაძლოა, "ევერტონში" გადავიდეს, მართალი არ გამოდგა.
"ძიუბა თავის გუნდთან ერთად შეკრებაზეა და დოჰაში ჩასატარებელი ტურნირისთვის ემზადება.
"ევერტონთან" გადასვლასთან დაკავშირებით არავითარი კონტაქტი არ ყოფილა. ლივერპულურ გუნდს ის არ აინტერესებს", - იუწყება РИА Новости.
30 წლის ძიუბამ ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.