არტიომ ძიუბა: რუსულ კლუბებში ფული ირეცხება - ჩვენი სპორტული ექიმები ვეტერინარები არიან

AutoSharing Option
"ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუმრობისას სტუდენტების კითხვებს უპასუხა და ლეგიონერების ლიმიტზე გაამახვილა ყურადღება.

"მე ცალსახად ლეგიონერებზე ლიმიტის მომხრე ვარ. ეს რომ არა, არ გამოჩნდებოდნენ მირანჩუკები, გოლოვინი და ზობნინი. სამაგიეროდ ითამაშებდა რომელიმე გაბონელი ვუნდერკინდი. აგენტი და კლუბის ხელმძღვანელი კი ფულს გარეცხავდნენ.

აი, ღირს კონტრაქტით 5 მილიონი დოლარი, სინამდვილეში კი მისი ფასი 50 ათასი რუბლია. მაინც ათამაშებდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს მოსთხოვდნენ.

სჯობს ტრავმა არ მიიღო. ჩვენი სპორტული ექიმები ვეტერინარები არიან. რუსეთში აგენტებიც სუსტები არიან. მათ
გამო ვერ წავედი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საზღვარგარეთ. ჩემი ოცნება ინგლისში თამაშია. ეს უბრალოდ კოსმოსია.

სად უნდა მოძებნოს ფეხბურთელის მეუღლემ ქმარი? ღამის კლუბში".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი სოფლის ვეტ ექიმმა,მე ძალიან მიშველა,ცხენის ექიმი ყოფილა,ქერი გამომიწერა.რათა ბიჭო,რისთვინაო,ვერ გამიგო,მისთვინაო.
(სსრკ-ს დროინდელი კახური შაირი,ფანდურზე სამღერლად)
სოსო
11:07 26-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული