ნეიმარი - "რეალში" შესაძლო გადასვლაზე: როდესაც რამე გაირკვევა, ყველაფერს გეტყვით

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა "რეალში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩემზე ყოველთვის ჭორაობდნენ. მას შემდეგ, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, სულ იმას ამბობენ, რომ გუნდს გამოვიცვლი.

როდესაც რამე გაირკვევა, დარწმუნებული იყავით, აუცილებლად გეტყვით.

პელემ ჩემზე თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვსიმულანტობდი. მისი კრიტიკა საინტერესოდ მეჩვენა. თუმცა, ეს სწორი არაა. პირიქით, მე მეუხეშებოდნენ. ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ, რადგან ნეიმარი ვარ. პელეს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვეთანხმები", - განუცხადა ნეიმარმა Get French Football News-ს.

ამ სეზონში ნეიმარმა 22 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

altპელე: ნეიმარი მბაპეზე უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია




მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეიმარი პელეს უყოფს ენას! ბეეეეეეე
koka
16:28 21-01-2019
0
ისე ნეიმარი ძალიან მოუხდებოდა რეალს
გოგა
13:05 21-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული