"კლარინი" იუწყება, რომ ბოლივიის სამოყვარულო კლუბის "სილეკს ლავალეს" 4 ფეხბურთელი ავტობუსის 130-მეტრიან ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა.
ტრაგედია ქალაქების ტაჰირასა და პოტოსის შორის იმის გამო მოხდა, რომ ავტობუსს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტს ასრულებდა, სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.
გარდაიცვალა 13 ადამიანი, 20-მა და მათ შორის 6-მა ფეხბურთელმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოშია გადაყვანილი კლუბის პრეზიდენტი პაბლო როდრიგესი.
ავსტრალიელი მორაგბის ავტოავარიაში გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მოკლული აღმოაჩინეს მისი მეუღლე
ბელარუსული გუნდის მეკარე ავტოავარიაში ოჯახთან ერთად გარდაიცვალა