რონალდოს შეიძლება სამშობლოში რაინდის წოდება ჩამოართვან

AutoSharing Option
გადასახადების თავის არიდების გამო "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს შეიძლება პორტუგალიაში ორდენები ჩამოართვან.

რონალდოს 23 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებერუ დე სოუზა ამბობს, რომ არაა გამორიცხული ფეხბურთელს რაინდის წოდება და სხვა ორდენები ჩამოართვან:

"ორდენის კავალერთა წესდებით, მსჯავრდებული არ შეიძლება ატარებდეს ამ წოდებას. უახლოეს მომავალში ეს საკითხი განიხილება".

კუნძულ მადეირას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიგელ ალბუკერკემ კი განაცხადა, რომ კრიშტიანო უდიადესი პორტუგალიელია და კუნძულის წინაშე დამსახურებისათვის გადაცემულ ორდენს არავითარ შემთხვევაში არ ჩამოართმევენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული