ამერიკის თასი 2019-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
ამერიკის თასი 2019-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელიც 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, ბრაზილიაში გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას სამხრეთამერიკული კონფედერაციის 10 ნაკრები და ასევე, აზიიდან ორი - იაპონია და ყატარი მიიღებენ, როგორც მოწვეული გუნდები.

წილისყრის შედეგად ჯგუფური ეტაპი ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ბრაზილია, ბოლივია, ვენესეულა, პერუ
B ჯგუფი: არგენტინა, კოლუმბია, პარაგვაი, ყატარი
C ჯგუფი: ურუგვაი, ეკვადორი, იაპონია, ჩილე

ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები და ასევე ჯგუფებში საუკეთესო 2 მესამეადგილოსანი მეოთხედფინალში გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოპა ამერიკაზე მექსიკას, კოსტა-რიკას და აშშ-ს რომ იწვევდნენ, გასაგები იყო, მაგრამ ყატარისა და იაპონიის მიწვევა ამ ტურნირს ხიბლს დაუკარგავს. ალბათ ფიფამ ზევიდან ბრძანა მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის მასპინძელი რამე ტურნირში ჩართეთო
გულშემატკივარი
18:22 25-01-2019
0
ჩვენც მიგვიწვიონ რა მოხდა თუ კი ყატარი და იაპონიაა?
Geo_Dinamo
01:09 26-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული