1 მილიონ ევროდ შეძენილი გიორგი ჩაკვეტაძის კონკურენტი: თამაში მინდა

AutoSharing Option
"გენტმა", რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, "სენტ ტრუიდენისგან" უკრაინელი ნახევარმცველი რომან ბეზუსი 1 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

მის გარდა "გენტში" კიდევ ორი უკრაინელია - იგორ პლასტუნი და რომან იარემჩუკი.

ბეზუსმა ამ სეზონში 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მან ახალ გუნდში ჩარიცხვისთანავე განცხადება გააკეთა:"ძალიან გახარებული ვარ. აქ უკვე ორი დღეა ვარ და ცოტა ვნერვიულობდი, რადგან "გენტში" გადმოსვლა მსურდა.

ჩემი და კლუბის ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა. პირველ რიგში
თამაში მინდა. ბელგიის თასზე გამარჯვებისთვის, ჩემპიონატში ექვსეულში მოსახვედრად და ევროტურნირებზე გასასვლელად ვიბრძოლებთ.

ფანებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. იმედია, აქ დიდი ოჯახის წევრი გავხდები, ფანები კი მხარს დამიჭერენ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პრობლემაა, ითამაშებ ზაფხულის შემდეგ, ოქროს ბიჭუნა რომ კარგ გუნდში გადავა :)
grego
10:34 26-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული