"შახტარიდან" "ზენიტში" გადასულ იაროსლავ რაკიცკის უკრაინელები იუდას და მოღალატეს უწოდებენ

AutoSharing Option
"შახტარის" 29 წლის ცენტრალური მცველი იაროსლავ რაკიცკი "ზენიტმა" 12 მილიონ ევროდ შეიძინა და მისმა პეტერბურგულ გუნდში გადასვლამ უკრაინელი გულშემატკივრები აღაშფოთა.

სოციალურ ქსელებში მისი შეურაცხყოფა დაიწყო:

"მოქალაქეობა შეიცვალე!", "ნაკრებში მაინც არ გამოგიძახებენ, წადი შენს რუსეთში", "მიიღეთ ვირთხა", "იუდა, ჩაიხრჩვი შენს ჭაობში", "როგორ უღალატე უკრაინას", "აღარასოდეს არ დაბრუნდე, მახინჯო".

"შენი კაცი, ოლია, გაფარჩაკდა", "უბრალოდ ფსკერია", "სირცხვილი იაროსლავს", - უტოვებენ ინსტაგრამზე კომენტარებს ფეხბურთელის მეუღლეს, ოლგას, რომელიც მომღერალია.

რაკიცკის მიმართ გულშემატკივრები ისედაც არ იყვნენ კეთილგანწყობილნი, რადგან ნაკრების მატჩების დაწყებამდე სხვებისგან განსხვავებით უკრაინის ჰიმნს არ
მღეროდა.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც ზენიტს მიჰყიდა,იმაზე რაღას ამბობენ?შახტიორი კი მე მგონი დამთავრდა.ახალ გუნდს უნდა აშენება და რამდენად გამოვა ეგ საქმე,ძნელი სათქმელია.
სოსო
13:10 29-01-2019
1
რუსეთში უამრავი უკრაინელი თამაშობს, მაგრამ რაკიტსკი მართლაც სეპარატისტია. ნაკრებში უამრავი თამაში აქვს ჩატარებული და ჰიმნი ერთხელაც ვერ ამღერეს, მიუხედავად იმისა რომ იარლიკი მიაკერეს, მაინც არ იმღერა. შახტარის კაპიტანიც იყო.
emigranti
03:51 29-01-2019
4

სიახლეები პოპულარული