გიორგი ჯიქია: მირეკავდნენ საქართველოს ნაკრებიდან, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე და არ ვნანობ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ Youtube-ის არხ Commandos-თან საქართველოზე ისაუბრა და ახსნა, რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები.

"ეროვნული ნაკრების არჩევასთან დაკავშირებით პრობლემა იყო. ამ დროს პერმის "ამკარის" ფეხბურთელი ვიყავი და სტანისლავ ჩერჩესოვმა ამხანაგური მატჩებისთვის გამომიძახა, ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის ნაკრების წევრად მაინც არ ვითვლებოდი. შემდეგ იყო საუბრები, მირეკავდნენ საქართველოს ნაკრებიდან, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე და არც ვნანობ.

კონსულტაცია მშობლებთანაც არ გამივლია, თუმცა ისინი მხარს მიჭერენ. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, წარმატებას მივაღწიე და კმაყოფილი ვარ რაც მოხდა. იმედი
მაქვს, სწორი არჩევანი გავაკეთე." - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.

25 წლის მცველს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

altგიორგი ჯიქია: ჯანო ანანიძე რუსეთში საუკეთესო ათიანია - მის ოთახში შესახლების უფლებას არავის არ მივცემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
სანამ რუსეთის ნაკრებში გამოგიძახებდნენ საქართველოს დროშით სურათი რატო გქონდა აბა?))))) თქვი მარტივად, ისედაც ყველამ იცის - გაიყიდე მაყუთზე :)
Tbiliseli
19:17 31-01-2019
2
ბიჯო გავიგეთ რომ რუსეთის ნაკრებში თამაშობ! კიდევ სამი წელი უნდა ილაპარაკოთ!? არ დაიღალეთ მაინც?
მწვრთნელი
18:55 31-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული