არტიომ ძიუბა - რონალდოს სექსუალურ ორიენტაციაზე: უცნაური, საეჭვო ბიჭია

AutoSharing Option
sport24.ru-მ ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა "ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელ არტიომ ძიუბასთან, რომელმაც "იუვენტუსის" ფორვარდზე, რონალდოზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

- რა არის "რეალში" აკრძალული?
- გადასახადების გადახდა.

- რატომაა ჰოლანდიის ნაკრების ფორმა ნარინჯისფერი?
- ჰმ, საინტერესოა. ისინი ხომ ყველანი დაბოლილები არიან. არ ვიცი, რატომაა მათი ფორმა ნარინჯისფერი. ისე, ახლა ძალიან მაგრები არიან.

- როდის დაუმთავრდება "მანჩესტერ სიტის" ფული?
- მართალი გითხრათ, მე სწორედ ამას ველი. როდესაც ფინანსურ ფეარ-პლეიზე გამოიჭერენ, მაშინ გეტყვით. არ ვიცი. ვფიქრობ, ფული არასოდეს არ დაუმთავრდებათ. კიდევ დიდხანს ითამაშებენ ლამაზად.

- რა აქვთ საერთო
იბრაჰიმოვიჩსა და რონალდოს?
- ორივეზე ამბობდნენ, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისანი არიან. ჰქონდათ ასეთი მომენტები. იბრაჰიმოვიჩი პიკეს რაღაც უცნაურად ეხვეოდა. კრიშტიანო კი საერთოდ უცნაური, საეჭვო ბიჭია.

- მაგრამ კრიშტიანომ ყველას საწინააღმდეგო დაუმტკიცა, როდესაც 10 წლის წინ გოგონა გააუპატიურა...
- ეს არ დაუმტკიცებიათ. ასე რომ, ეგ ამბავი არ მჯერა. კრიში მასეთი არაა.

- რატომ თამაშობს "მონაკო" ცუდად?
- გოლოვინის გამო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული