ნეიმარი - ჟურნალისტებს ბარსელონას აეროპორტში: ხელი არ ახლოთ ჩემს კვერცხებს

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს მარჯვენა კიდურის ტრავმის გამო 10 კვირა გაუცდება და დღეს სამკურნალოდ ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ელ პრატის აეროპორტში აბეზარი ჟურნალისტები დახვდნენ.

ნეიმარი "ნაიკის" ფორმის ყვითელ პიჟამოებში იყო ჩაცმული და ყავარჯნებით გადაადგილდებოდა.

რეპორტიორებმა კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა "ბარსელონაში" დაბრუნებას, რაზეც მოკლე და უხამსი პასუხი გასცა:"ხელი არ ახლოთ ჩემს კვერცხებს".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "ბარსაში" დაბრუნებას გეგმავს, თუმცა მისმა მამამ ეს ამბავი უარყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ ნეი, წახვალ წამოხვალ, ისევ ბარსას მიადგები კასტილებიანიც კი. არ უნდა წასულიყავი შე ცუღლუტო შენა!
გია1
12:55 01-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული