დმიტრი გორდონი: იაროსლავ რაკიცკი მეზიზღება - სულში ჩაგვაფურთხა, იმათ საფლავებს ჩააფურთხა, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა

AutoSharing Option
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა მცველის, იაროსლავ რაკიცკის "შახტარიდან" "ზენიტში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ეს ძალზედ სამწუხარო ისტორიაა. ის, რომ რაკიცკი საკუთარ თავს პრორუსული შეხედულებების უფლებას აძლევდა... თავისუფალი ადამიანია და მადლობა ღმერთს, ამის გამო არავინ არ იდევნება.

როდესაც "ზენიტის" მაისურით რუსეთის დროშასთან სურათი გადაიღო, კინაღამ წავიქეცი. ამის ყურება არ შემიძლია. არ მინდა რაკიცკის განსჯა. ჩემთვის ეს უბრალოდ საზიზღრობაა...

რამდენი ადამიანი მოკვდა რუსული ტყვიით, რუსული ბომბით, რუსებისგან. რუსებმა მისი მშობლიური დონეცკი წაიღეს, მას არ შეუძლია "შახტარის" მშვენიერ სტადიონზე ითამაშოს. საუკეთესო უკრაინული აეროპორტი,
სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, სრულად გაანადგურეს.

ის კი დგას და რუსეთის მაისურით პოზირებს. ან იდიოტია და ან რაც ფეხბურთელებში არ ხდება, ნაძირალაა, ან არ ვიცი...

ნაკრებში მაინც არ უხმონ. ეს მისი არჩევანია, მე არ მოვუწოდებ, რომ რაიმე ცუდი დამართონ, არა. უბრალოდ, ამ ტრანსფერით სულში ჩაგვაფურთხა. მე ჩამაფურთხა, იმათ საფლავებს, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა.

შენ ხომ უკრაინის ნაკრების ღირსებას იცავდი. სულელი ხარ. ხვდები, ამ დაწყევლილი მილიონების გამო რა იკადრე?

მეზიზღება. ამ ყველაფრის შემხედვარე ფიზიკურად ცუდადა ვარ, - განაცხადა გორდონმა ტელეარხ "უკრაინა 112"-ის ეთერში.

რაკიცკიმ ბონუსის სახით "ზენიტისგან" 5 მილიონი ევრო მიიღო და მისი ტრანსფერი რუსეთის მხრიდან უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, ვიდრე ტრანსფერი.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ნახევარი მილიონი ქართველი რუსეთშია და ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს არჩენენ ანანიძე რუსეთშია და მოვკვეთოთ ნაკრებიდან ასევე კვირკველია და ახლად წასული კვარაცხელია ხოდა ვათამაშოთ სააკაშვილი და ივანიშვილი მათ მაგივრად ისე არც მიკვირს აქ ზოგიერთების გამონათქვამები მთავარი ისკიარრა აქ რას წერ მთავარია შინაგანათ ვინ ხარ და რისი გამკეთებელი ამას წინ ფულის გზავნილების რიგსი ვდგავარ და ტიპი იხევა იმენნა მუცელზე რუსეთის გინებით ხოდა ფული ერთი ათი ათასი ქონდა გადასახურდაებელი დოლარი ქი ამოყვა რუსული პასპორტი.დდ ესეიგი რუსული მაყუთი და პასპორტი კი გინდა და რუსეთი არა ეგ როგორ გამოდისმეთქი პასპორტი მინდა და რუსეთი არაო .დდ რკინის ლოგიკაა რას ერჩი..ეგეთემი რუსმა რო გაარღვიოს შვაში ხოა ღირსი.და რამდენია ეგეთია ჩვენში ძალიან ბევრი სამწუხაროდ პოპულიზმი და დემაგოგია მაგრა ჭრის ხალხის გონებას.ის რუსი თუარ გინდა შე ჩემის თვრამეტიანო რატო მიდიხარ იქ და რატო იღებ მის მოცემულ მაყუთს და პასპორტს მაგას ჩვეულებრივად ჩვენში ვიგოდნიკობა ქვია მტერიაო რო იძახი რაღას მიდიხარ იქეთ და უძრობი.წავიდა ეგ რაკიცკი სადაც უფრო მეტს მიცემენ თანხას აპა ვის უყუროს უკრაინის მილიარდელ პრეზიდენტს რომელმაც გაყიდა მთელი უკრაინა და სამჯერ მეტი მაყუთი აქვს ვიდრე პრეზიდენტობამდე ქონდა არც რუსეთში მიუტოვებია ბიზნესი და კი გულაობს.
zaza
11:03 05-02-2019
15
რომ არა რუსეთი აქამდე ყირიმი თურქეთის ტერიტორია იქნებოდა
გაგი
20:24 02-02-2019
20

სიახლეები პოპულარული