დმიტრი გორდონი: იაროსლავ რაკიცკი მეზიზღება - სულში ჩაგვაფურთხა, იმათ საფლავებს ჩააფურთხა, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა

AutoSharing Option
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა მცველის, იაროსლავ რაკიცკის "შახტარიდან" "ზენიტში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ეს ძალზედ სამწუხარო ისტორიაა. ის, რომ რაკიცკი საკუთარ თავს პრორუსული შეხედულებების უფლებას აძლევდა... თავისუფალი ადამიანია და მადლობა ღმერთს, ამის გამო არავინ არ იდევნება.

როდესაც "ზენიტის" მაისურით რუსეთის დროშასთან სურათი გადაიღო, კინაღამ წავიქეცი. ამის ყურება არ შემიძლია. არ მინდა რაკიცკის განსჯა. ჩემთვის ეს უბრალოდ საზიზღრობაა...

რამდენი ადამიანი მოკვდა რუსული ტყვიით, რუსული ბომბით, რუსებისგან. რუსებმა მისი მშობლიური დონეცკი წაიღეს, მას არ შეუძლია "შახტარის" მშვენიერ სტადიონზე ითამაშოს. საუკეთესო უკრაინული აეროპორტი,
სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, სრულად გაანადგურეს.

ის კი დგას და რუსეთის მაისურით პოზირებს. ან იდიოტია და ან რაც ფეხბურთელებში არ ხდება, ნაძირალაა, ან არ ვიცი...

ნაკრებში მაინც არ უხმონ. ეს მისი არჩევანია, მე არ მოვუწოდებ, რომ რაიმე ცუდი დამართონ, არა. უბრალოდ, ამ ტრანსფერით სულში ჩაგვაფურთხა. მე ჩამაფურთხა, იმათ საფლავებს, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა.

შენ ხომ უკრაინის ნაკრების ღირსებას იცავდი. სულელი ხარ. ხვდები, ამ დაწყევლილი მილიონების გამო რა იკადრე?

მეზიზღება. ამ ყველაფრის შემხედვარე ფიზიკურად ცუდადა ვარ, - განაცხადა გორდონმა ტელეარხ "უკრაინა 112"-ის ეთერში.

რაკიცკიმ ბონუსის სახით "ზენიტისგან" 5 მილიონი ევრო მიიღო და მისი ტრანსფერი რუსეთის მხრიდან უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, ვიდრე ტრანსფერი.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ნახევარი მილიონი ქართველი რუსეთშია და ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს არჩენენ ანანიძე რუსეთშია და მოვკვეთოთ ნაკრებიდან ასევე კვირკველია და ახლად წასული კვარაცხელია ხოდა ვათამაშოთ სააკაშვილი და ივანიშვილი მათ მაგივრად ისე არც მიკვირს აქ ზოგიერთების გამონათქვამები მთავარი ისკიარრა აქ რას წერ მთავარია შინაგანათ ვინ ხარ და რისი გამკეთებელი ამას წინ ფულის გზავნილების რიგსი ვდგავარ და ტიპი იხევა იმენნა მუცელზე რუსეთის გინებით ხოდა ფული ერთი ათი ათასი ქონდა გადასახურდაებელი დოლარი ქი ამოყვა რუსული პასპორტი.დდ ესეიგი რუსული მაყუთი და პასპორტი კი გინდა და რუსეთი არა ეგ როგორ გამოდისმეთქი პასპორტი მინდა და რუსეთი არაო .დდ რკინის ლოგიკაა რას ერჩი..ეგეთემი რუსმა რო გაარღვიოს შვაში ხოა ღირსი.და რამდენია ეგეთია ჩვენში ძალიან ბევრი სამწუხაროდ პოპულიზმი და დემაგოგია მაგრა ჭრის ხალხის გონებას.ის რუსი თუარ გინდა შე ჩემის თვრამეტიანო რატო მიდიხარ იქ და რატო იღებ მის მოცემულ მაყუთს და პასპორტს მაგას ჩვეულებრივად ჩვენში ვიგოდნიკობა ქვია მტერიაო რო იძახი რაღას მიდიხარ იქეთ და უძრობი.წავიდა ეგ რაკიცკი სადაც უფრო მეტს მიცემენ თანხას აპა ვის უყუროს უკრაინის მილიარდელ პრეზიდენტს რომელმაც გაყიდა მთელი უკრაინა და სამჯერ მეტი მაყუთი აქვს ვიდრე პრეზიდენტობამდე ქონდა არც რუსეთში მიუტოვებია ბიზნესი და კი გულაობს.
zaza
05 თებერვალი 2019 11:03
15
რომ არა რუსეთი აქამდე ყირიმი თურქეთის ტერიტორია იქნებოდა
გაგი
02 თებერვალი 2019 20:24
20
საქართველო რუსეთის კონფლიქტში საქართველო მართალი მხარეა! უკრაინა რუსეთის კონფლიქტში უკრაინაა ცალსახად დამნაშავე იმიტომ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ეროვნების ხალხია! ამას გარდა მგონი 4 მილიონი უკრაინეელი რუსეთშია დასაქმებული ... ფეხბურთიც სამუშაოა!
aburjga
02 თებერვალი 2019 12:59
33
აქ ცენზურაა, ხო? ნებისმიერი ვაჟკაცი უკრაინელი კარგ დღეს დაგმართებდა მაგ სიტყვებისთვის. ისტორია გადაიკითხე უკრაინის. თუ არ გაინტერესებს, იმას მაინც ნუ ლაპარაკობ, რაც, ნათელია, არ იცი!
sssnr
02 თებერვალი 2019 19:19
1
mteli sakartvelo rusetidan shemosuli sakvebit ikvebeba da ro kitxo yvelas ruseti ezizgeba.....
Martali
02 თებერვალი 2019 12:07
33
რეებს ლაპარაკობ, თქვენი ასაკი მაინტერესებს თუ საიდუმლო არაა. რატო არ უნდა გეზიზღებოდეს რუსეთი ქართველ კაცს არ მესმის, რის გამო რას გიკეთებს კარგს შეიგძლია ამიხსნა? ან დაგავიწყდათ რა გაგვიკეთეს და რას გვიკეთებენ კიდე, ყოველ დღე რომ წევენ საზღვრებს
vito
02 თებერვალი 2019 14:00
5
მთელი უკრაინა რუსეთში მუშაობს. და რა პანიკა ატეხეს ამ ფეხბურთელზე
Waw
02 თებერვალი 2019 10:10
35
კობიაშვილი სამაგიეროდ ეხლაა გაქანებული რუსეთუმე ქოცი.
Alexsandres
02 თებერვალი 2019 12:23
8
2008-ში ომის შემდეგ, კობიაშვილმა მოითხოვა და მთლიანი თამაში(!!!) გამოტოვა შალკეს შემადგენლობაში, რადგან გაზპრომის რეკლამიანი მაისურით არ ეთამაშა. გაუგეს, არ დასაჯეს. და რაღაც არ მახსოვს, რომ რომელიმე ქართველ ფეხბურთელს რუსულ დროშასთან ეპოზიორა. ამიტომ კიცხავენ რაკიტსკის
Alexandre
02 თებერვალი 2019 11:13
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული