ედეგორი ზიდანზე: თვითდაჯერებაზე მაგრად გირტყამს ფაქტი, რომ მწვრთნელს ასეთი ტექნიკა აქვს!

AutoSharing Option
ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა, რომელიც იჯარის წესით "ვიტესში" გამოდის, "რეალის" ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

"ბევრ დიდ კლუბში შემეძლო თამაში, მაგრამ "რეალი" ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ეს საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. როცა ზინედინ ზიდანი იყო მთავარი მწვრთნელი, პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი და მეორეში ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, უფრო მეტი მსურდა ჩემგან, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ვარსკვლავებთან თამაშის შანსი მომეცა. ზიდანი ბრწყინვალე სპეციალისტია. ასეთ მწვრთნელთან მუშაობა შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ თვითდაჯერებაზე მაგრად გირტყამს, მას ხომ შესანიშნავი ტექნიკა აქვს!", - ციტირებს ედეგორს Marca.

მიმდინარე სეზონში
ედეგორმა "ვიტესში" 17 მატჩი ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ედეგორის სატრანსფერო უფლებები მადრიდის "რეალს" ეკუთვნის.

altკალდერონმა განმარტა, თუ რატომ დატოვა ზიდანმა "რეალი"

altდენის სუარესის მეგობარი გოგონა, რომელიც ზიდანის შვილს ხვდებოდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
"თვითდაჯერება" რაღა უბედურებაა? ტეხავს, მაგრად ტეხავს.
სანდრო
01:19 05-02-2019
0

სიახლეები პოპულარული