ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და "ვალიადოლიდის" ამჟამინდელი პრეზიდენტი რონალდო კითხულობს, თუ რატომ ჰქვია ამერიკულ ფეხბურთს ფეხბურთი.
იქნებ ვინმემ ამიხსნას, სპორტის ამ სახეობას ფეხბურთი რატომ ჰქვია, თუ ეს ბურთი არაა და ფეხით არ თამაშობენ?" - დაწერა რონალდომ ინსტაგრამზე და ეს ფოტო გამოაქვეყნა.
აშშ-ში ევროპულ ფეხბურთს "სოკერი" ჰქვია, ამერიკულ ფეხბურთს კი - ფეხბურთი.