ამ სეზონში "რეალში" იშვიათად ათამაშებენ ნახევარმცველ ისკოს, მან კარგა ხანი ითმინა და ბოლოს სათქმელი თქვა.
"როდესაც არ გაძლევენ თავის წარმოჩენის ისეთივე საშუალებას, როგორც სხვებს, სურათი იცვლება. მე თავდაუზოგავად ვარჯიშს და ბრძოლას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა", - დაწერა ისკომ ტვიტერზე.
ისკოს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება და მას "იუვენტუსი" ეპატიჟება.