მესი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - რონალდო ორჯერ ნაკლებს იღებს

AutoSharing Option
ფრანგულმა L'Equipe-მა ევროპის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ლიონელ მესი ლიდერობს.

არგენტინელი ვარსკვლავი თვეში 8.3 მილიონ ევროს გადასახადების გამოკლებით იღებს. მისი ყოველთვიური შემოსავალი თითქმის ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფ კრიშტიანო რონალდოს ხელფასს.

"იუვენტუსის" ლიდერი თვეში 4.7 მილიონს გამოიმუშავებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 8.3 მილიონი ევრო
2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) - 4.7
3. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 3.3
4. ნეიმარი (პსჟ) - 3.06
5. ლუის სუარესი (ბარსელონა) - 2.9
6. გარეტ
ბეილი (რეალი) - 2.5
7. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა) - 2.3
8. ალექსის სანჩესი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 2.28
9. კილიან მბაპე (პსჟ) - 1.73
10. მესუთ იოზილი (არსენალი) - 1.6.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იოზილს თვეჰი 500 დოლარზე მეტს არ მივცემდი
Zaza
18:41 09-02-2019
0

სიახლეები პოპულარული