"იუვენტუსის" თავდამსხმელის რონალდოს დედამ, მარია დოლორეს ავეირუმ განაცხადა, რომ ისევ ებრძვის კიბოს.
2007 წელს მას მკერდზე ოპერაცია გაუკეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა.
დოლორესმა თქვა, რომ ახლახან მეორე მკერდზე გაუკეთეს ოპერაცია და ისევ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი.
"ოპერაცია მადრიდში გამიკეთეს და კიბოს ვებრძვი. მეორე ოპერაციის შესახებ არავინ არ იცის", - ციტირებს რონალდოს დედას "დეილი მირორი".
2009 წელს რონალდომ მშობლიურ მადეირაზე ონგოლოგიური ცენტრის მშენებლობას 100 ათასი ფუნტი შესწირა.