France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ათი კლუბი დაასახელა: მათ შორისაა პსჟ და "სიტი"

AutoSharing Option
გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა 12 თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა მსოფლიო ისტორიის 10 საუკეთესო კლუბი, რომელთა შორისაც ისეთი კლუბები მოხვდა, როგორებიცაა: პსჟ, "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი".

რეიტინგი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შედგა, მათ შორის - ტიტულების, "ოქროს ბურთების" რაოდენობის, სატელევიზიო  და სოციალური ქსელების აუდიტორიის, გულშემატკივართა დასწრების, შემოსავლის, გუნდის ფეხბურთელების ფასისა და კლუბის ისტორიული მნიშვნელობის მიხედვით.

სიას მადრიდის "რეალი" ლიდერობს. მეორე "ბარსელონაა", მესამე პოზიციაზე კი "მანჩესტერ იუნაიტედია".

მსოფლიო ისტორიაში 10 საუკეთესო კლუბი France Football-ის ვერსიით:
  1. მადრიდის რეალი - 184 ქულა
  2. ბარსელონა - 177
  3. მანჩესტერ იუნაიტედი - 151
  4. მიუნხენის ბაიერნი - 135
  5. ლივერპული - 120
  6. იუვენტუსი - 107
  7. პსჟ - 94
  8. ჩელსი - 91
  9. მანჩესტერ სიტი - 89
  10. არსენალი - 88
მკითხველის კომენტარები / 21 /
რა გჭირთ? 10 საუკეთესო და რა აიაქსი ბენფიკა ან ინტერი მოგინდათ 10 გუნდში? იქ ალბათ 20 და 50 საუკეთესოც დაწერეს და არავინ არ დაავიწყდებათ.
Geo_Dinamo
12 თებერვალი 2019 14:26
6
Sad iyo barca milans rom 5 Liga qonda
LOL
Akaki
12 თებერვალი 2019 13:13
2
მილანი, ინტერი, ბენფიკა, პორტო და აიაქსი ყველა ყველა მათგანი მაგ ოთხეულზე დიდი გუნდია ჯერჯერობით. პლიუს სამხრეთ ამერიკის გუნდებიდან კიდევ ერთი 10 გუნდი
ზვიადი
12 თებერვალი 2019 12:54
3
მილანიიი???ძალინ მიკერძოებულია ხოლმე ფრანც-ფუტბოლი. ყოველთვის საკუთარ ,,ვითომ განსხვავებულ აზრს,, აფიქსირებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მარტო მილანის მიღწევები და ტიტულები ეყოფა მთელს ფრანგულ ფეხბურთს....
Hitemup
12 თებერვალი 2019 12:25
1
მილანზე,აიაქსზე,ინტერზე,სევილიაზე წინ,პსჟ?სასაცილოა.ჯერ საუკეთესო ფეხბურთელი,ახლა საუკეთესო კლუბი...ფრანს ფუტბოლის შემდეგ სისულელეს მოუთმენლად დაველოდები.
სოსო
12 თებერვალი 2019 11:40
0
მილანი ალბათ კრიკეტის გუნდად გადაკეთდა. ან ფეხბურთის ისტორია მხოლოდ 10 წელს ითვლის...
საკვირველია
12 თებერვალი 2019 11:39
0
რეალი პირველი იქნება აპა რაიქნება 3ჯერ მოიგო ლიგა და
ფენომენო
12 თებერვალი 2019 11:35
9
ფრიად ტენდენციურია და სადაოო... "აიაქსი", "მილანი", "ინტერი"... ლათინური ამერიკის არც ერთი კლუბი???
tngh
12 თებერვალი 2019 11:23
0
და მილანი?! სიტი, არსენალი, პსჟ,... და მილანი არ არის?! საინტერესო შემდგენლები ჰყოლია ამ სიას...
Milanista
12 თებერვალი 2019 11:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული