ჯანი ინფანტინო მუნდიალის გუნდების 48-მდე გაზრდაზე: ადვილი არ იქნება

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტთან მონაწილე გუნდების 32-დან 48-მდე გაზრდის შესაძლებლობა განიხილა.

"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ადვილი იქნება თუ არა ეს? გულწრფელი ვიქნები, ადვილი არ იქნება", - განაცხადა ინფანტინომ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის მუნდიალის მატჩები ნაწილი შესაძლოა კატარის გარეთ ჩატარდეს იმ შემთხვევაში თუ თურნირი 48 გუნდამდე გაიზრდება.

თავდაპირველად კი გუნდების რაოდენობის გაზრდა 48-მდე 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იგეგმებოდა.

მომზადებულია L’Équipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ 48 და არა 208? რაღა გამოსატოვებელია დანარჩენი ქვეყნები...ბარემ ყველა ქვეყანამ ითამაშოს..ყველა იქნება ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე და ყველა გაიხარებს...ამ ფიფამ სულ გაუბერა, აშკარად...მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს ყატარში, 48 გუნდის მონაწილეობით:)))
zaza197
15:08 16-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული