27 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს, ლორენცო ებესილიოს ორი რუსი ქალი სასამართლოში უჩივის და მისგან ალიმენტების გადახდას ითხოვს.
ებესილიო "აიაქსის" აღზრდილია, ამ გუნდში 3 სეზონი ჩაატარა, შემდეგ დონეცკის "მეტალურგში", "გაბალაში", "მორდოვიაში", ანჟისა" და "აპოელში" ასპარეზობდა, ახლა კი "ცრვენა ზვეზდას" ღირსებას იცავს. მან ნიდერლანდების ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.
რუსეთში "მოღვაწეობისას" ერთდროულად ორ ქალთან ცხოვრობდა - ანა ბაგაევასთან და დარია დანილინასთან და ორივემ ერთ დღეს, 2017 წლის 17 იანვარს გაუჩინა შვილები (ბაგაევამ ქალიშვილი მალენა, ხოლო დანილინამ ვაჟიშვილი მატეო). ლორენცო მათ საკუთარ შვილებად არ აღიარებს,
მაგრამ დნმ-ს ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ორივე ბავშვის მამა ის გახლავთ.
ებესილიო დანებებას მაინც არ აპირებს და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, ამისათვის კი უნდა იჩქაროს, რადგან თუ 23 იანვრამდე არ წარადგინა მტკიცებულებები, ალიმენტების გადახდას ვერ ასცდება.