"რომამ" დი ფრანჩესკო გადააყენა და სავარაუდოდ მწვრთნელად რანიერის დანიშნავს

AutoSharing Option
"რომამ" "პორტუსთან" დამარცხება და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა არ აპატია მწვრთნელს ეუსებიო დი ფრანჩესკოს და სამუშაოდან დაითხოვა.

როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, კლუბმა მას გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დი ფრანჩესკო "პორტუსთან" ნამატჩევს პრესკონფერენციაზე არ მივიდა და ალბათ, უეფა დააჯარიმებს.

იტალიური პრესის ცნობით, ჯალოროსის მალე კლაუდიო რანიერის ჩააბარებენ, რომელიც 28 თებერვალს "ფულჰემის" მენეჯერის პოსტიდან გადააყენეს, სადაც 3.5 თვე იმუშავა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი აბა რა იყო რა შემადგენლობა გამოიყვანა . ბოლო დროს ძაან აურია თან ესეთი რესურსით სერია ა ში მეოთხე ადგილზეც ვერ იყო და პორტუ გაგდებდეს ლიგაზე მე8 ფინალიდან რომ არ გაეშვათ თვითონ უნდა წასულიყო
ტოტტი
23:59 07-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული