თურქი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქეს მოედანზე საპარსით კისერი დაუსერა, ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს

AutoSharing Option
თურქ ფეხბურთელს, რომელიც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მოედანზე საპარსით სერავდა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ამის შესახებ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე თურქეთის მესამე დივიზიონში "ამედსპორისა" და "საკარიასპორის" მატჩისას, მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა მანსურ ჩალარმა მოედანზე შეუმჩნევლად საპარსი შეიტანა. თამაშისას მომხდარი შეხლა-შემოხლისას მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს რამდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა, ერთ-ერთ მათგანს კი კისერი დაუსერა.

მომხდარს თურქეთში და მის გარეთაც სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივი ფანები ფეხბურთელის დაპატიმრებას, ზოგიერთები კი მისი ქვეყნიდან გაძევებასაც ითხოვდნენ.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება როგორც ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციაში, ისევე თურქეთის
პროკურატურაში დაიწყო.

ფედერაციამ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა თქვას ჯაჭვით რომ არ ცემა!
gaga
14:32 08-03-2019
0

სიახლეები პოპულარული