8 მარტს, მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში აკაკი გოგიას "უნიონმა" ბერლინში 2:0 დაამარცხა "ინგოლშტადტი" და ამ შეხვედრაში მეორე გოლი მან 79-ე წუთზე გაიტანა.
გოგიამ ჩემპიონტის 22 მატჩში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ბერლინური გუნდი 47 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ ბუნდესლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ ფეხბურთელების ნატურლიზებაზე და მათ შორის გოგიას საკითხზე მუშაობენ, მაგრამ რადგან მას გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ეს პრობლემას ქმნის.