Kicker: 2021 წლიდან კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი, 24-გუნდიანი ფორმატით ჩატარდება

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე მუშაობს. ახალი ფორმატი 24 გუნდის მონაწილეობას ითვალისწინებს, მათ შორის 12 კი ევროპული კლუბი იქნება. გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებებს პარასკევს, 15 მარტს მაიამიში, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცებენ.

ახალი ტურნირი კალენდარში კონფედერაციების თასს ჩაანაცვლებს და პირველად 2021 წელს, 17 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩატარდება. 24 მონაწილე 8 სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ჯგუფების გამარჯვებულები პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ტიტულისთვის ბრძოლას.

თუმცა, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ფორმატს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ
ჩეფერინი, რომელიც ევროპული კლუბების რაოდენობის 12-დან 8-მდე შემცირებას ითხოვს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა პრინციპით გამოვლინდება ჩემპიონატის მონაწილე კლუბები - გადაწყვეტილებებს ეროვნული ფედერაციები მიიღებენ. გაურკვეველია ფინანსური საკითხიც. ინფანტინო ფედერაციებს საერთო მოგების ერთ მეოთხედს სთავაზობს, თუმცა, სავარაუდოდ, ევროპულ ტოპ-კლუბებს ეს არ დააკმაყოფილებს.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ფორმატს არ ეთანხმება „ევროპული კლუბების ასოციაცია“ (ECA), რომელშიც ევროპული ფეხბურთის 230-ზე მეტი კლუბი, მათ შორის, მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, მიუნხენის „ბაიერნი“, „პსჟ“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ შედიან. ECA-მ საკუთარი პოზიციის შესახებ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინსაც აცნობა.

მომზადებულია kicker.de-ს მიხედვით

altThe Sunday Times: ფიფა-ს ბოსებმა პსჟ-ს პრეზიდენტისგან ყატარისთვის 2022 წლის მუნდიალის მიცემის სანაცვლოდ ქრთამი აიღეს

altფიფა ნაკრებების რაოდენობის გაზრდაზე უკვე 2022 წლის მუნდიალისთვის ფიქრობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული