L’Equipe: რაფაელ ვარანი "რეალის" დატოვებას გეგმავს

AutoSharing Option
"რეალის" მცველი რაფაელ ვარანი გუნდის გამოცვლას აპირებს.

"ეკიპის" ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "რეალში" ზინედინ ზიდანი დაბრუნდა, რომელთანაც ვარანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მადრიდულ გუნდში თავის კარიერას დასრულებულად მიიჩნევს.

ვარანი თვლის, რომ "ბლანკოსში" 8 წელიწადში მოგებული 14 ტურნირი საკმარისია და ახალ გამოწვევას საჭიროებს. მას სხვა გუნდში თამაში სურს.

ვარანის მსურველ კლუბს ტრანსფერი დაახლოებით 100-140 მილიონი ევრო დაუჯდება. რაფაელის სამსახურით "მანჩესტერია" დაინტერესებული, რომელსაც მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როდესაც "ლანსში" ასპარეზობდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვარანს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან კარიერის
გაგრძელების პოტენციურ ვარიანტებს სწავლობს და არც ისაა გამორიცხული, ზიდანმა გადაარწმუნოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული