"მანჩესტერი მზადაა რაფაელ ვარანში 54 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
Sky Sports-ი იტყობინება, რომ შესაძლოა "რეალის" მცველი რაფაელ ვარანი ზაფხულში "მანჩესტერში" გადაბარგდეს.

ყოფილი შეგირდის თავის გუნდში გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული "მანიუს" მენეჯერი ჟოზე მოურინიო.

ბლანკოსი მზადაა ვარანი 54 მილიონ ფუნტად გაყიდოს და "იუნაიტედი" ამ თანხის გადახდაზე თანახმაა.

რაფაელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ლა ლიგაზე 20 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული