განახლებულმა გერმანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთი ვერ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მარტს, გერმანიისა და სერბეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრის წინ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ჰუმელსს, ბოატენგს და მიულერს ამცნო, რომ მეტად აღარ უხმობდა და სერბეთთან გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა.

ანგარიში დებიუტში "აინტრახტის" თავდამსხმელმა იოვიჩმა თავურით გახსნა, რომლის 60 მილიონ ევროდ შეძენას "ბარსელონა" აპირებს. 21 წლის იოვიჩმა ნაკრებში პირველივე მატჩში ბურთის პირველივე შეხებით გაიტანა გოლი.

მეორე ტაიმში ლიოვმა შეცვლები განახორციელა და გორეცკამ როისის პასით საპასუხო გოლი გაიტანა.

კომპენსირებულ დროში პავკოვმა სანეს კინაღამ ფეხი მოტეხა და
გააძევეს.

ვოლფსბურგი. "ფოლკსვაგენ არენა". 26 101 მაყურებელი
გერმანია - სერბეთი 1:1
გოლები: 0:1 იოვიჩი (12), 1:1 გორეცკა (69)
გაძევება: პავკოვი (90+3)

გერმანია: ნოიერი (ტერ შტეგენი 46), კლოსტერმანი (კერერი 90), ტა, ზიულე, კიმიჰი, ბრანდტი (გორეცკა 56), გიუნდოგანი, სანე, ჰავერტცი (როისი 46), ჰალსტენბერგი, ვერნერი

სერბეთი: დმიტროვიჩი, მილენკოვიჩი, ბოგოსოვაცი (მიტროვიჩი (80), რუკავინა, სპაიჩი, მაკსიმოვიჩი (იოვიჩიჩი 88), გაჩინოვიჩი (რადონჯიჩი 62), ლაზოვიჩი (ჟივკოვიჩი 79), მილიონკოვიჩ-სავიჩი (ლუკიჩი 62), ლიაიჩი, იოვიჩი (პავკოვი 71)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული