ლიონელ მესი მაროკოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

არგენტინის ნაკრების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ლიდერს ტრავმა აწუხებს. გარდა ამისა მაროკოსთან მატჩს მილანის "ინტერის" თავდამსხმელი გონსალო მარტინესი გამოტოვებს.

22 მარტს მესიმ ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩში (1:3) მიიღო მონაწილეობა. ეს შეხვედრა მესისთვის პირველი გამოდმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.

მესი ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 256-დღიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

არგენტინისა და მაროკოს შორის ამხანაგური მატჩი 26 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგ ის მარადონა არ იყო ...ბარსადან რომ გამოაძუნძულეს ...?! ან ხელბურთის მაგივრად რომ ფეხბურთი ეთამაშა როგორ მოიგებდნენ მსოფლიოს ნახავდი კიდეც ...ნაპოლიო და ეგ მარტო მაგ ვაჟკაცს არა მაქ უფრო დონ კარლეონებმა უფრო ივარგეს ...რაც არც აპატიეს იტალიის ნაკრების გამო ...ნაპოლის ხატი ეგრევე გადააქციეს ნარკოშად ( იმ წლებში ტაისონსაც ეგრე უქნეს ის ბოქსის მეფე ციხეში აღმოჩნდა )...და სოფლის გუნდებზე ...ვისაც ახსოვს თუ არა და შეგახსენებთ ...მარადონას დროს მოიგეს ესეთმა უდიდესმა გუნდებმა როგორებიც იყვნენ : გამბურგი, პსვ, პორტუ, მარსელი, სტიაუა და ცრვენა ზვეზდა !!!!!აუუუუ სად იყავ დიეგოოოო ...?!?! როგორც ადამიანია ყველაფრის მკადრებელი ეგეთი იყო ფეხბურთელიც ....კი 20 საუკუნის ( ძუნძულა ფეხბურთში ) ერთერთი საუკეთესო იყო !!!! ვისაც არ ახსოვს ან ვინც არ იცით მაშინდელი სიჩქარეები ფეხბურთში ისეთი იყო( შედარებისთვის დღევანდელი ბუგატტი და ნოლშესტი) რომ ჩვენი ახლანდელი ნაკრებიც გამოკრავდა რამეს ხელს ...თითქმის იმ სიჩქარეებზე ვთამაშობთ დღესაც და ზუსტად ეგ არის ჩვენი მინუსი !!!! და ყველაზე მთავარი მსოფლიოს იგებენ არა ფეხბურთელები არამედ ფიფაში ჩაწყო ბები ...პელემ სამჯერ მოიგო და მთელ მის კარიერაში სულ რაღაც 20-მდის თამაში ჩაატარა მაღალ დონეზე ნუ მარადონამ ასე თუ ისე 3-4 სეზონი ....ხოლო ეგ ორი კი 12-13 წელიწადია უმაღლეს დონეზე გიჟურ სიჩქარეებზე თამაშობენ თანაც ყველა თამაშს ...აბა დამდგარ ფეხბურთში 2-3 კაცს მეც ვატყუებდი ....ასე რომ 20 საუკუნეს თავისი მეფეები ყავდა და21 საუკუნეს თავისი ...!!!
Auee
09:22 27-03-2019
0
გიოტზეს კიარ ვადარებ ამ მსოფლიოთი წაიღეთ ტვინი როგორც გაწყობს ისე ნუ იგებ, შენ რა იცი ვისი თამაში მინახავს და ვისი არა, კაცმა რომ გკითხოთ ესპანეთის ჩემპიონატში სოფლის გუნდები თამაშობენ. ან მსოფლიო ჩემპიონატი რითია ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი ტურნირი 90 პროცენტი ნაკრებების ზუსტად მანდ აჩვენებს სოფლის დონეს, პელე და მარადონა მესიმ და რონალდუმ ჩაანაცვლეს. თავს ნუ იტყუებთ და წარსულში ნუ ჩარჩით, ამ ორმა ფეხბურთი განავითარა და ავითარებენ 10 წელზე მეტია.
1

სიახლეები პოპულარული