რუსეთმა ნურსულთანში ყაზახეთს გადაურბინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში რუსეთის ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთს 4:0 მოუგო.

პირველ ტურში ყაზახეთმა შოტლანდიას 3:0 სძლია, რუსეთი კი ბელგიასთან 1:3 დამარცხდა და ამ შეხვედრას ყაზახეთის დედაქალაქში, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ ნურსულთანი დაარქვეს, დიდი ინტერესით ელოდნენ.

თუმცა, მასპინძელთა იმედები არ გამართლდა. პირველ ტაიმში დმიტრი ჩერიშევმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. მან რუსეთის ეროვნულ გუნდში ბოლო 10 შეხვედრაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

აღსანიშნავია, რომ მეორე გოლისას რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი არტიომ ძიუბა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა,
მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ეს ვერ დააფიქსირა.

შესვენების შემდეგ ყაზახები ძიუბამაც დაამწუხრა (ყველა ტურნირზე 1 308-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა), 64-ე წუთზე კი აბზალ ბეისებეკოვმა გაუტანა თავის მეკარეს გოლი.

30-ე წუთზე ტრავმირებული იური ლოგვინენკოს ნაცვლად შეცვლაზე იან ვოროგოვსკი შევიდა, რომელიც მატჩის პროტოკოლშო არ იყო შეყვანილი.

ნურსულთანი. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - რუსეთი 0:4
გოლები: 0:1 ჩერიშევი (19), 0:2 ჩერიშევი (45), 0:4 ბეისებეკოვი (64)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე იმათ გასაგონად ვამბობ ვინც ყაზახები გმირებად შერაცხა არიქა შოტლანდიას მოუგეს და ჩვენ როგორ დავმარცხდით შვეიცარიასთანო - ჯერ ერთი ხასხასა მინდორს მიჩვეული ბრიტანელები ასრიალეს ხელოვნურ მიდორზე, ხალხი თავს ვერ იკავებდა, თან შოტლანდიას ეხლა ძალიან მძიმე დროება უდგას და დიდად არ განსხვავდება ყაზახეთისგან. შეხვდა აგერ ბატონო საშუალო ევროპული გუნდი და გადაურბინა მართლაც ზედ თან ცალი ფეხით. შევიცარიის ნაკრები კი რუსეთისაზე ერთი თავით მაღლა დგას, გინდ შემადგენლობითა და გინდაც თამაშის ორგანიზებით. ამაზე ბევრად ძლიერი შოტლანდია კი თბილისშიც მუდამ აგებს, თანაც მათთვის ამაზე ბევრად გადამწყვეტ თამაშებს. ყველაფერი შედარებითია მეგობრებო, შოტლანდიაც გვყავს დამარცხებული და ყაზახეთიც თან ორ-ორჯერ, ასე რომ ამ თემის აგორებას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა...
ანესთეზეოლოგი
22:19 24-03-2019
0
მნიშვნელობა არ აქვს მარა მეორე გოლზე ყაზახისგან მიუვიდა ბურთი ძიუბას და როგორ იყო თამაშგარე?
0

სიახლეები პოპულარული