Il Mattino იტყობინება, რომ პსჟ-მ მეკარე ჯიჯი ბუფონთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება შეაჩერა.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ პარიზულმა კლუბმა გადაწყვიტა 40 წლის ბუფონთან ხელშეკრულების გაგრძელება არ იჩქაროს და მოლაპარაკება მოგვიანებით გამართოს.
არც ისაა გამორიცხული, ბუფონმა ზაფხულში კარიერა დაასრულოს.
ბუფონი პსჟ-ში ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში მან 20 მატჩში 13 გოლი გაუშვა.