სტამბოლის "გალათასარაის" 14-წლამდელთა გუნდის კაპიტანმა ბექნაზ ალმაზბექოვმა სამართლიანობა და "ფეირ პლეის" წესების პატივისცემა გამოიჩინა.
ალმაზბექოვმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე წონასწორობა დაკარგა და წაიქცა, მსაჯი კი სიტუაციაში ვერ გაერკვა და პენალტი დანიშნა.
"გალათასარაის" კაპიტანმა გოლის გატანის ასეთი შესაძლებლობა არ გამოიყენა და დემონტრაციულად ააცილა კარს.
ფეხბურთში მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. 1998/99 წლების სეზონში ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერთან "შეფილდთან" სათასო მატჩის გადათამაშება მოითხოვა მას შემდეგ, რაც "მეთოფეებმა" გოლი "ფეირ-პლეის" წესების დარღვევით გაიტანეს. გადათამაშება შედგა და "არსენალმა" მაინც გაიმარჯვა.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
"შაპეკოენსეს" ტრაგედიის დროს გადარჩენილი ჟურნალისტი ფეხბურთის თამაშის დროს გულის შეტევით დაიღუპა
მსოფლიო ჩემპიონი ლუკაშ პოდოლსკი ჰაკუჰოს სუმოში შეეჯიბრა
"ბელგიელი ჯო ჰარტი" - კურტუას რუსეთთან დაშვებული შეცდომის გამო დასცინეს [VIDEO]
კარისკენ დარტყმები 54:6 და მარცხი 0:1 - ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ [VIDEO]