"გენტის" უკრაინელი თავდამსხმელი: ბელგიაში საკუთარ თავს ყიდი

AutoSharing Option
"გენტის" უკრაინელი თავდამსხმელი ივან იარემჩუკი თვლის, რომ კარიერისთვის კარგი ადგილი აირჩია.

"ბელგიაში საკუთარ თავს ყიდი. აქ კლუბების უმთავრესი ამოცანა შენი ტოპ-კლუბისთვის მიყიდვა და ფულის შოვნაა.

შემდეგ ილაპარაკებენ, რომ კარგი ფეხბურთელი გაზარდეს, რათა სხვა ნიჭიერი მოთამაშეები მიიზიდონ და ისინიც გაყიდონ", - ციტირებს იარემჩუკს ua-football.com-ი.

ირემჩუკმა ბელგიის ჩემპიონატის 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო თასის 4 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვილითაიამ ჯამში 52 წუთი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა))))))))))))))))) მარა იარემჩუკი თამაშობს :D :D :D :D
Tbiliseli
02:06 31-03-2019
0
რამდენი ეგრედწოდებული 100% იანი ვერ გამოიყენა მაგას რატო არწერთ
ვინცხა
12:00 31-03-2019
1

სიახლეები პოპულარული