"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი 2018/2019 წლების სეზონის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
რეიტინგი სრულად დღეს, 2 აპრილს გამოქვეყნდება. მასში შეტანილია მოთამაშეთა ხელფასების, ბონუსების და სხვადასხვა შემოსავლების ჯამური მონაცემები.
მესის ყოველთვიური გასამრჯელო 7 მილიონ ევროს აღემატება, წლიური შემოსავალი კი 130 მილიონს შეადგენს.
მესის ყოველთვიური გასამრჯელო 7 მილიონ ევროს აღემატება, წლიური შემოსავალი კი 130 მილიონს შეადგენს.
"იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო წელიწადში 113 მილიონს გამოიმუშავებს. "იუვეში" ის 10 მილიონით იმაზე მეტს იღებს, ვიდრე "რეალში" იღებდა.
მესამე ადგილზე 91.5 მილიონით პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარია.
შემდეგ მოდიან: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 44
მლნ) და გარეთ ბეილი (რეალი, 40.2 მლნ)
Get French Football News-ი აზუსტებს, რომ ეს თანხები ნაჩვენებია გადასახადების ჩამოჭრამდე.
მესამე ადგილზე 91.5 მილიონით პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარია.
შემდეგ მოდიან: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 44
Get French Football News-ი აზუსტებს, რომ ეს თანხები ნაჩვენებია გადასახადების ჩამოჭრამდე.
აქ ყველას რონალდუს მოყვარულს ერთი აზრი აქვს, რომელიც ერთმა მარაზმატიკმა ავადმყოფმა ფეხბურთის მეფედ წოდებულმა გაახმოვანა რამდენიმე წლის წინ როცა მესის ზღაპრული თამაშით მოხიბლულებმა ლეო ახალ მეფედ მონათლეს. "ძველი მეფე" ამან განარისხა და მაშინ წამოაყრანტალა მესიმ ჯერ 3-ჯერ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონობა და მერე შემეჯიბროსო. აი დღესაც დიდებულებას ფეხბურთში ზოგიერთი ჩამორჩენილი, ტიტულებით თვლის. თუმცა იმ სამი ჩემპიონობის გარდა რა მოიგო პელემ არავინ იცის, მის დროს ერთიანი ბრაზილიის ჩემპიონატიც კი არ იყო და ოლქების ჩემპიონატები იმართებოდა, პელე კი თავის გოლებს პირადად "ითვლიდა". ასე მიითვალა 1300 გოლი, მაგრამ როცა სპეციალისტებმა დაითვალეს მას სულ 770 გოლი გამოუვიდა ოფიციალურ თამაშებში(მესის 680 აქვს დაახლოებით) დანარჩენები კი თურმე ამხანაგურებში გაუტანია, ასე რომ მესის ყველა გოლს ვერც ვერავინ დაითვლის. მთავარი სხვა რამეა, როგორც ავღნიშნე ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და ესე იგი თქვენი აზრით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მესიზე უკეთესი 11(18) იბადება? 2014-ში მახსოვს გერმანელი შურლე გახდა ჩემპიონი, სად არის გუშინ გავიგე შემთხვევით ინგლისის რომელიღაც გასავარდნ გუნდშია, მაგალითად შარშან საფრანგეთი გახდა ჩემპიონი და მათ შორის იყო ჟირუ რომელმაც ერთი თამაშიც ვერ ჩაამთავრა მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონია და ისიც მესის ჯობია?