France Football: ლეო მესი 130 მილიონით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი 2018/2019 წლების სეზონის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

რეიტინგი სრულად დღეს, 2 აპრილს გამოქვეყნდება. მასში შეტანილია მოთამაშეთა ხელფასების, ბონუსების და სხვადასხვა შემოსავლების ჯამური მონაცემები.

მესის ყოველთვიური გასამრჯელო 7 მილიონ ევროს აღემატება, წლიური შემოსავალი კი 130 მილიონს შეადგენს.

"იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო წელიწადში 113 მილიონს გამოიმუშავებს. "იუვეში" ის 10 მილიონით იმაზე მეტს იღებს, ვიდრე "რეალში" იღებდა.

მესამე ადგილზე 91.5 მილიონით პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარია.

შემდეგ მოდიან: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 44
მლნ) და გარეთ ბეილი (რეალი, 40.2 მლნ)

Get French Football News-ი აზუსტებს, რომ ეს თანხები ნაჩვენებია გადასახადების ჩამოჭრამდე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიტყვა პელე ნიშნავს მეფეს და საუკეთესოს.კაცს რომ ეუბნებიან შენ საქმეში პელე ხარო ე.ი. საუკეთესო ხარო.რა მესი რის მესი.ნახეთ პელეს ფინალებ მსოფლიოებზე და მესის 2014 წლის ფინალი და საერთოდ პლეიოფები სადაც გროშკაპიკის საქმე არ გაუკეთებია.შარშანდელი სამარცხვინო სეზონის შემდეგ კიდე რომ ხმას იღებთ მესისტები ეტყობა ექიმი გჭირდებათ.
ექიმი
05 აპრილი 2019 11:39
0
ფეხბურთი გვიყვარს თავისი არაორდინალობით მომენტის ექსტრავაგანტურობით ემოციით ფანტასტიურობით დახვეწილობით ამას თითქმის ყველა ცნობილი გენიალური ფეხბურთელები ქმნიდა დავიწყოთ პელეთი ბეკენბაურით კრუიფით პლატინით ყიფიანით ზიდანით დღეს რონალდო მაგრამ ყველაზე კარგად ყველაფერს ამას მესი აკეთებს რავუყოთ რომ ვერ იგებს მსოფლიოს აქ ბევრ მიზეზებზე შეიძლება ყურდღების გამახვილება თუმცა კაცობრიობის ისტორია ცნობილია კონტრასტებით და შეუსაბამობით ალოგიკურობით სპორტდან დაწყებული უმრავი მაგალითია ჩონგბურთი დავიწყებ იყო ასეთი ჩონგბურთელი ივან ლენდლი რომელსაც ყველაფერი ჰქონდა მოგებული თუმცა უიმბილდონის მოგებას ვერაფრით ახერხებდა და კარიერაც ასე დაასრულა თითქმის ყველა სფეროშია მსგავსი ისტორიები ვუსურვებდი მესის მსოფლიოს მოგებას უბრალოდ სახელის გამო არა უბრალოდ იმსახურებს.
კახა
05 აპრილი 2019 03:23
0
გენაცვალე ლეო! ყველაფერში პირველი, რომ ხარ! ისეთი საყვარელი ფეხბურთელი ხარ და იმხელა სიამოვნებას ვიღებთ, შენი ფანტასტიკური თამაშებით, რომ ეგეც "ცოტაა" შენთვის. კაცი რომელიც სულს და გულს დებს ყოველ თამაშებში, მოდი და ნუ დააფასებ!
ნონა
02 აპრილი 2019 14:01
1
გეთანხმებით
T.k
03 აპრილი 2019 02:02
0
არსებობს ორი მთავარი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატი და ჩ.ლ. ყველა მსოფლიოზე ნული,ლიგაზე ორი წელი ზედიზედ მეოთხედფინალებში ნული.ამ კაცის გვერდზე თუ 10-ვე ტოპ ფეხბურთელი არ არის იგი იკარგება.ამიტომ მისი გაღმერთება და გვერდში დაყენება მარადონასთან ,მითუმეტეს პელესთან აბსურდია.რა თქმა უნდა იგი რონალდუზე ტეხნიკურია მაგრამ რონალდუს შემართება,ლიდერობა,ბრძოლის უნარი,რომელიც გადადის თანაგუნდელებზე გუნდისთვის მეტ შედეგს იძლევა.სწორედ კრიშტიანოს ასეთმა ხასიათმა განაპირობა სამი წელი ზედიზედ რეალის მოგება სადაც იგი თან ბომბარდირი გახდა.
ამაშია საქმე
02 აპრილი 2019 13:38
13
ფეხბურთს თერთმეტი კაცი თამაშობს. მსოფლიოზე ნული? მსოფლიოზე მესიმ ნაკრები ფინალამდე მიათრია, იქ კი იგუაინმა ისეთი საგოლლები გაუფუჭა მესის რო კაცს გული გაუსკდებოდა. სხვათა შორის მესი იმ ჩემპიონატის საუკეთესო მოტამაშე გახდა.
აქ ყველას რონალდუს მოყვარულს ერთი აზრი აქვს, რომელიც ერთმა მარაზმატიკმა ავადმყოფმა ფეხბურთის მეფედ წოდებულმა გაახმოვანა რამდენიმე წლის წინ როცა მესის ზღაპრული თამაშით მოხიბლულებმა ლეო ახალ მეფედ მონათლეს. "ძველი მეფე" ამან განარისხა და მაშინ წამოაყრანტალა მესიმ ჯერ 3-ჯერ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონობა და მერე შემეჯიბროსო. აი დღესაც დიდებულებას ფეხბურთში ზოგიერთი ჩამორჩენილი, ტიტულებით თვლის. თუმცა იმ სამი ჩემპიონობის გარდა რა მოიგო პელემ არავინ იცის, მის დროს ერთიანი ბრაზილიის ჩემპიონატიც კი არ იყო და ოლქების ჩემპიონატები იმართებოდა, პელე კი თავის გოლებს პირადად "ითვლიდა". ასე მიითვალა 1300 გოლი, მაგრამ როცა სპეციალისტებმა დაითვალეს მას სულ 770 გოლი გამოუვიდა ოფიციალურ თამაშებში(მესის 680 აქვს დაახლოებით) დანარჩენები კი თურმე ამხანაგურებში გაუტანია, ასე რომ მესის ყველა გოლს ვერც ვერავინ დაითვლის. მთავარი სხვა რამეა, როგორც ავღნიშნე ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და ესე იგი თქვენი აზრით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მესიზე უკეთესი 11(18) იბადება? 2014-ში მახსოვს გერმანელი შურლე გახდა ჩემპიონი, სად არის გუშინ გავიგე შემთხვევით ინგლისის რომელიღაც გასავარდნ გუნდშია, მაგალითად შარშან საფრანგეთი გახდა ჩემპიონი და მათ შორის იყო ჟირუ რომელმაც ერთი თამაშიც ვერ ჩაამთავრა მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონია და ისიც მესის ჯობია?
საქმე ამაში არ არის!!!
03 აპრილი 2019 13:20
0
და არ იმსახურებს თუ რა ?! მესის და რონალდოს თუ არექნებათ ყველაზე მაღალი ანაზღაურება აბა ვის უნდა ჰქონდეს :))
T.k
02 აპრილი 2019 12:07
1
ლეო! იმხელა სიხარულს და ბედნიერებას გვანიჭებს თავისი ბრწყინვალე თამაშით და აქედან გამომდინარე სპექტაკლებით და შოუებით, რომ ნამვილად ეკუთვნის!!!! ორივე ხელს ვწევ. ვისაც გენანებათ ლეოს გზა გაიარეთ და ნახავთ რამხელა შრომა აქვს ჩადებული ისე, რომ ალალი იყოს ლეო შენზე მილიონებიც და მილიარდებიც.
გია1
02 აპრილი 2019 10:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული