ეს ვინ გააკეთა?! - ნახეთ, როგორ გაეხუმრნენ "აიაქსის" ვარსკვლავს პირველ აპრილს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელს, ფრენკ დე იონგს პირველ აპრილს თანაგუნდელები გაეხუმრნენ.

ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელმა საკუთარი "მერსედესი" პარკინგზე უჩვეულო ფორმაში აღმოაჩინა. ავტომობილი პოლიეთილენში იყო გახვეული.

"აიაქსმა" "ტვიტერზე" მანქანის ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: "ეს ვინ გააკეთა?!"

Sportall.Ge

იდეის ავტორები და შემსრულებლები ჯოელ ველტმანი და დეილი ბლინდი არიან.

Sportall.Ge

თუმცა ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ფრენკი არ დაიბნა, ველტმანს მისი ავტომობილის გასაღები გამოართვა და შინ სხვისი ავტომობილით წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ფრენკ დე იონგი "ბარსელონაში" გადავა, რომელთანაც კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონაში თუ მიდის საერთოდ დატოვოს ეგ მანქანა)
GEORGIAN FCDB
15:21 03-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული