არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის მალიორკაზე მანქანა დაეჯახა.
როგორც ცნობილი გახდა, ის მალიორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.
არგენტინის ნაკრების ოფიციალური "ტვიტერის" გვერდის მიხედვით, სკალონის სერიოზული ტრავმები არ მიუღია და მალევე გაწერეს ჰოსპიტლიდან.
მოგვიანებით, სკალონიმ საკუთარ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტო, რომლის სათაურშიც აღნიშნა, რომ უკვე სახლში იმყოფებოდა.