"ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა ზინედინ ზიდანის "რეალში" დაბრუნებასა და მადრიდულ გუნდში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"მე "რეალის" ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ როგორც ზიდანის გულშემატკივარი, "რეალში" მისმა დაბრუნებამ ძალიან გამახარა, რადგან ფეხბურთს სჭირდება ზიდანი. ეს კარგია "რეალისთვის" და გუნდის გულშემატკივრებისთვის. ეს ნაკლებად სასიხარულოა სხვა გუნდებისთვის, ვინაიდან ზიდანთან ერთად "რეალი" ბევრ ტურნირს მოიგებს და შესაბამისად, სხვებს გაუჭირდებათ.
ახლა ჩემს მომავალზე ლაპარაკი არ მინდა. ჭორები ყოველი მხრიდან ვრცელდება. კიდევ ორი თვე "ჩელსიში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული", - განუცხადა აზარმა Get French Football News-ს.