ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდმა" საშინლად ითამაშა (0:5) და პირველი ადგილი დაკარგა.
ამას ვინ ჩივის, ლუსიენ ფავრის გაწვრთნილმა გუნდმა თვით უშუალო კონკურენტ "ბაიერნთან" განიცადა ფიასკო.
ახლა "ბაიერნი" საჩემპიონო რბოლაში წინ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, მარულა გრძელდება. ისე კი ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთმა შედეგმა, შესაძლოა, საბოლოოდ გატეხოს ძალიან სიმპათიური და პერსპექტიული "დორტმუნდი".
ფავრის გუნდს ამ ტურში "მაინცთან" მოუწევს საქმის დაჭერა, მაგრამ იმთავითვე უნდა შევთანხმდეთ - ნებისმიერ მეტოქესთან მოგებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. დორტმუნდელებს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლიათ - წესით, ვერ უნდა ითამაშონ
ვერცხლის სინის მთავარი პრეტენდენტი "ბაიერნი" კი გასვლაზე ითამაშებს "ფორტუნასთან". რა თქმა უნდა, "რეკორდმაისტერში" იციან, რომ ახლა ფეხის დაცდენა აღარ შეიძლება.
მით უმეტეს, ეს ის "ფორტუნაა", ვისაც პირველ წრეში ქულა (3:3) გაატანა მიუნხენიდან. არადა, "ბაიერნი" ბოლო წუთებამდე 3:1-ს იგებდა, მაგრამ თითქმის გარანტირებული გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
ბუნდესლიგა. XXIX ტური
პარასკევი, 12 აპრილი
ნიურნბერგი-შალკე 22:30
შაბათი, 13 აპრილი
ლაიპციგი-ვოლფსბურგი 17:00შტუტგარტი-ლევერკუზენი 17:00
ვერდერი-ფრაიბურგი 17:00
ჰანოვერი-გლადბახი 17:00
დორტმუნდი-მაინცი 20:30
კვირა, 14 აპრილი
ჰოფენჰაიმი-ჰერტა 15:30ფორტუნა-ბაიერნი 17:30
აინტრახტი-აუგსბურგი 20:00
ბომბარდირები: 21 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - იოვიჩი (აინტრახტი); 16 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), როისი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი); 14 - ჰალერი (აინტრახტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"