
"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველის, რივალდოს აზრით, თავდამსხმელმა ნეიმარმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პსჟ-ში გადავიდა და ესპანეთში დაბრუნება უჯობს.
"ნეიმარმა შეცდომა დაუშვა. ეს უნდა შეიგნოს.
მინდა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს. თუ "კამპ ნოუზე" არა, მაშინ ესპანური ფეხბურთის კეთილდღეობისათვის "რეალში" გადაბარგდეს", - ციტირებს რივალდოს Football Espana.
ნეიმარი "ბარსაში" 2013-17 წლებში თამაშობდა, ორჯერ მოიგო ლა ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.
მან კატალონიურ გუნდში 186 მატჩში 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა გააკეთა.