ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრებისა და თურქული "ალანიასპორის" ფეხბურთელი ჯოსეფ სურალი გუშინ ღამით მომხდარ ავარიაში დაიღუპა.

"ალანიასპორს" გასვლითი თამაში ჰქონდა "კაიზერისპორთან". დაბრუნებისას სურალმა და კიდევ 6-მა ფეხბურთელმა მიკროავტობუსი დაიქირავეს კლუბის ავტობუსით მგზავრობის ნაცვლად. სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების წერტილამდე 5 კილომეტრიღა აშორებდა, როცა მძღოლს ჩაეძინა და ავარია მოხდა.

კლუბის პრეზიდენტის, ჰასან ჩავიშოღლუს განცხადებით, ჯოსეფ სურალი ჰოსპიტალში მიყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო და ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. ხოლო დანარჩენი ფეხბურთელების მდგომარეობა ისეთი კრიტიკული არ ყოფილა, როგორც ჩეხის.

ჯოსეფ სურალი "ალანიასპორს" ამ სეზონში შეუერთდა პრაღის "სპარტადან" და კლუბის
მაისურით 1 გოლი გაიტანა. 28 წლის თავდამსხმელს ჩეხეთის ნაკრებში 20 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

მომზადებულია BBC მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Acxonos ufalma Kai kaci iyo
Giorgi
16:58 29-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული