კარდიოლოგმა იკერ კასილიასთან დაკავშირებით სავალალო დასკვნა გააჟღერა

AutoSharing Option
იკერ კასილიასმა პირველ მაისს "პორტუს" ვარჯიშზე მიოკარდიუმის ინფარქტი მიიღო. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ესპანელი კარდიოლოგის, ხუან ანტონიო კორბალანის განცხადებით, იკერი ფეხბურთის თამაშს ვეღარ გააგრძელებს.

"კორონარული სტენტით ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, განსაკუთრებით, მეკარისთვის. იკერი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა პროფესიონალურ სპორტს - ვერა", - განაცხადა კორბალანმა.

37 წლის იკერ კასილიასს კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის "რეალში" აქვს გატარებული, ბოლო წლებში კი "პორტუს" ღირსებას იცავს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბიჭო, რა სათაურებს უკეთებთ ხოლმე, კაცი იფიქრებს-კვდებაო... თურმე, მხოლოდ თამაშს ანებებს თავს. ოღონდ ჯანმრთელად იყოს და, ფეხბურთში უკვე დაამტკიცა დასამტკიცებელი-მსოფლიო ჩემპიონიც არის, ორგზის ევროპის ჩემპიონიც, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და რას აღარ მიაღწია კიდევ..
არჩილა
21:16 05-05-2019
0
ოღონდ კარგად იყოს და შეშვება თამაშს. მეტი რა აქვს კასილას დასამტკიცებელი. კარგი ადამიანი და ფანთასტიკური მოთამაშე. ნომერ 1 მეკარე მსოფლიოში
გოგა
01:06 03-05-2019
0

სიახლეები პოპულარული