"პორტუს" მეკარემ, იკერ კასილიასმა, რომელმაც დილის ვარჯიშზე ინფარქტი გადაიტანა, სოციალურ ქსელში საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
"აქ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ძლიერ შევშინდი, მაგრამ კარგად ვარ.
ყველას მადლობა შეტყობინებებისა და სიყვარულისთვის", - წერს ესპანელი.