ვისენტე დელ ბოსკე: მესის მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესის დონე შეაფასა.

"თუ ოცნებაზე მიდგება საქმე, მე ვისურვებდი მესის გაწვრთნას. მე ვმუშაობდი რონალდოსთან, ზიდანთან, რობერტო კარლოსთან, რედონდოსთან... ისინი დიდი ფეხბურთელები არიან, ფანტასტიკურები.

მესი მათ დონეზეა, ან უფრო მაღლა. ლეო სრულყოფილი ფეხბურთელია თამაშის ყველა კომპონენტში. მას ისეთი უნარები აქვს, რაც სხვას არავის გააჩნია" - ციტირებს ვისენტე დელ ბოსკეს Mundo Deportivo.

ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი 1999 წლიდან 2003 წლამდე იყო. 2004-05 წლებში თურქულ "ბეშიქთაშს" წვრთნიდა, ხოლო 2008 წლიდან 2016
წლამდე ესპანეთის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში. 2016 წლის 30 ივნისს დელ ბოსკემ განაცხადა, რომ სპორტიდან წავიდა.