"ბარსელონა" ისევ დაინტერესდა "ჩელსის" ნახევარმცველის ვილიანის სამსახურით. ამ ინფორმაციას "სანი" ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" ბრაზილიელის 35 მილიონ ევროდ შეძენას იმედოვნებს.
გასულ წელს "ბარსელონა" მზად იყო ბრაზილიელში 60 მილიონი გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი ვერ გაჩარხა, მას შემდეგ კი ფეხბურთელის ფასი დაეცა.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ვილიანმა პრემიერლიგის 31 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ის "ჩელსიში" 2013 წელს "ანჟიდან" გადავიდა, "არისტოკრატებთან" კი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.